აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში “ჰუსიტების” 8 სამიზნეზე მიიტანეს იერიში – პენტაგონი

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში
იერიში მიიტანეს, მათ შორის მიწისქვეშა საცავზე, რაკეტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზეც.

 

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, დარტყმები ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით განხორციელდა.

„ჩვენი მიზანი რჩება დაძაბულობის დეესკალაცია და სტაბილურობის აღდგენა წითელ ზღვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, უყოყმანოდ დაიცავენ სიცოცხლესა და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს კრიტიკულ მარშრუტზე მუდმივი საფრთხის ფონზე.

აშშ-მა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები პირველად 11 იანვარს განახორციელეს.

მსგავსი თემები