არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს

ამერიკელი მსახიობი  არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში რამდენიმე საათით დააკავეს. შვარცენეგერი ავსტრიის სათხილამურო კურორტზე მიემგზავრებოდა, რის გამოც ის აშშ-დან მიუნხენში ჩაფრინდა.

დაკავების მიზეზი 26 000 ევროს ღირებულების Audemars Piguet-ის საათი გახდა, რომელიც შვარცენეგერმა არ დაადეკლარირა.

საბაჟო წესების დარღვევის გამო, მსახიობს 35 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

გერმანიის საბაჟო სამსახურის პრესსპიკერის თქმით, „თუ პროდუქტი რჩება ევროკავშირში, მისი დეკლარირება აუცილებელია. ეს წესი მოქმედებს ყველაზე, იქნება ეს შვარცენეგერი, მიულერი, მაიერი თუ ჰუბერი“.

 

მსგავსი თემები