ვორონეჟში ღამით აფეთქებები იყო – გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ღამით აფეთქებები იყო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მერის, ვადიმ ქსტენინის თქმით, მოეწყო დროებითი განთავსების პუნქტები ევაკუირებული მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, დაზიანებულია სახლები, ზარალის შესაფასებლად კომისია მუშაობას.

თავდაცვის უწყების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 5 და შეაჩერეს 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ტერიტორიაზე, ხოლო 4 დრონი დააკავეს ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე.

რუსული მხარის ცნობით. ბინაში დრონის ნამსხვრევების ჩავარდნის შედეგად დაშავდა 2013 წელს დაბადებული ბავშვი.

მსგავსი თემები