,,აშშ მზადაა, ძალადობასთან გამკლავებისთვის ეკვადორთან იმუშაოს”- ჯონ კირბი

აშშ მზადაა, ძალადობასთან გამკლავებისთვის ეკვადორთან იმუშაოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხავს აშშ-ისგან სამხედრო მხარდაჭერას.

„ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ეკვადორის მთავრობასთან ჩვენი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რადგან ისინი ძალადობასთან გამკლავებაზე მუშაობენ. ჩვენ არ გვქონია კონკრეტული საუბარი იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, აშშ არ აპირებს სამხედრო ჯარების გაგზავნას ან რაიმე მსგავსს”,- განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამიცხადებული.

მსგავსი თემები