„მთელი ჩემი სული მიმართულია ამერიკის გაერთიანებისკენ“ – ჯო ბაიდენი

„ამ იანვრის დღეს, მთელი ჩემი სული მიმართულია ამერიკის გაერთიანებისკენ, ჩვენი ხალხის და ერის გაერთონებისკენ და მინდა, ყველა ამერიკელს მოვუწოდებ შემომიერთდეს ამ ძალის რეალიზაციაში“- ეს სიტყვები ამერიკის 46-ე პრეზიდენტ – ჯო ბაიდენს ეკუთვნის. როგორც პრეზიდენტმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა, დღეს არის ამერიკისა და დემოკრატიის დღე.   

„ეს არის ამერიკის დღე, ეს არის დემოკარტიის დღე, ეს არის ისტორიის და იმედის დღე, გაერთიანების დღე, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ვზეიმობთ დემოკრატიას, დემოკრატი არის ძალიან ღირებული. დემოკრატიამ ამ ეტაპზე გაიმარჯვა… ამ ადგილას, რამდენიმე დღის უკან, ძალადობა ემუქრებოდა ჩვენი კაპიტოლიუმის საფუძვლებს, ჩვენი იმედის საფუძვლებს, რომ ხელი შეეშალათ მშვიდობიანი ძალაუფლების გადაცემის პროცესისთვის. ჩვენ ვიცით, რა შეგვიძლია და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ, მადლობა ჩემს წინამორბედ პრეზიდენტებს“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

მან საკუთარ სიტყვაში პანდემიის რთული პერიოდიც ახსენა და აღნიშნა, რომ მსოფლიომ ეს მძიმე პერიოდი უნდა დაამარცხოს.

„ჩვენ ვართ ძალიან კარგი და ძლიერი ერი, რომელიც ვითარდება საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ გავაგრძელებთ იმ საკეთებელს, რაც დაგვრჩა. ძალიან ბევრი რამეა ასაშენებელი და მოსაპოვებელი. ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს. ამ ბოლო გამოწვევამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, ვიდრე შეეწირა მეორე მსოფლიო ომს, ათასობით ბიზნესი დაიკეტა, დაიკეტა ბიზნესები რომელიც წლების განმავლობაში ვათარდებოდა…. ამ იანვრის დღეს მთელი ჩემი სული მიმართულია ამერიკის გაერთიანებისკენ, ჩვენი ხალხის და ერის გართიანებისკენ და მინდა ყველა ამერიკელს მოვუწოდო, შემომიერთდეს ამ ძალის რეალიზაციაში“ – განაცხადა პრეზიდენტმა.   

მსგავსი თემები