პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ძალადობის რომანტიზებაში ადანაშაულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ,  რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა.

„როდესაც პრეზიდენტი რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს პარლამენტის მიმართ უნდა ჰქონდეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. მიუხედავად იმისა, რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია.

როდესაც ხდება პარლამენტის ძალადობრივი დაზიანება და პოლიციელებზე შეტევა და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, საპოლიციო ღონისძიება, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი არის ის, რომ მან ყველას მშვიდობისკენ მოუწოდოს და არა, პირიქით, გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს პოლიციის მიმართ უფრო მეტი დაუმორჩილებლობა, რომელიც სწორედ წესრიგს აღდგენისკენაა მოწადინებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

 

მსგავსი თემები