ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე მესაზღვრე-კონტროლიორები გაძლიერებული ძალებით მუშაობენ

შინაგან საქმეა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე მესაზღვრე-კონტროლიორები გაძლიერებული ძალებით მუშაობენ. მისი თქმით, როგორც შემომსვლელი რუსების, ასევე უკან გაბრუნებულთა რიცხვი გაზრდილია.

„რიგები დგას, ხედავთ, ჩვენს მხარეზეც. ჩვენი გამტარიანობა ისე არ არის, რომ 10 და 20 “გეითიანი” იყოს, ახლა უკვე ჩვენც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვყავს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. რომ ვთქვათ, პიკზე ვართ, ამაზე მეტი არა მგონია გაიზარდოს და ვერ გავატარებთ ფიზიკურად“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები