საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 335 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 964 პირს დაუდასტურდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, პირველ ივლისს საქართველოში კორონავირუსის 980 შემთხვევა გამოვლინდა, 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები