შსს-ში „მედიაცენტრ მთავარს“ სავალუტო ჯიხურზე თავდასხმის ფაქტი დაუდასტურეს

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ დაუდასტურეს ინფორმაცია ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში გვითხრეს, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება გრძელდება

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 179-ე მუხლით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას და დაკავებულია ერთი პირი“ – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ „მედიაცენტრმა მთავარმა“ რამდენიმე წუთის უკან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის მოქალაქეების ვალუტის გადამცვლელ პუნქტს თავს დაესხნენ, მოლარე ოპერატორი გოგონა კი მძიმე მდგომარეობაშია.      

მსგავსი თემები