რუსეთის ძალებმა მიკოლაევის ოლქში საავადმყოფო დაბომბეს 09.01.2023 მედიაცენტრი მთავარი მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ოჩაკოვაში სააადმყოფო დაბომბეს. მისი განცხადებით, ჩამტვრეულია საავადმყოფოს ფანჯრები და კარი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.