,,რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო გამარჯვების იმედი, მაგრამ ეს არ მოხდება”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინი არ არის მზად მოლაპარაკებებისა და სამართლიანი მშვიდობისთვის.

მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო გამარჯვების იმედი, მაგრამ ეს არ მოხდება.

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება. მათ შორის იმის გამოც, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევა შეუძლებელია და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მოითმენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მით უფრო მეტი შანსი იქნება ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მსგავსი თემები