17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაესხნენ თავს – პენტაგონი

პენტაგონის განცხადებით, 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაესხნენ თავს. პენტაგონის სპიკერი, პეტ რაიდერი აცხადებს, რომ თავდასხმების უმეტესობა რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით იყო განხორციელებული.

მისივე თქმით, თავდასხმები სავარაუდოდ ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს.

„აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ახლა ოთხი ძირითადი მიზანი აქვს: რეგიონში აშშ-ის ძალებისა და მოქალაქეების დაცვა, ისრაელის თავდაცვისთვის საჭირო „კრიტიკული უსაფრთხოების დახმარების“ უზრუნველყოფა, მძევლების გათავისუფლებაში ისრაელისთვის დახმარება, მდგომარეობის გაძლიერება რეგიონში, რათა თავიდან იყოს აცილებული კრიზისი ღაზის ფარგლებს გარეთ”,- განაცხადა რაიდერმა.

მსგავსი თემები