“როცა ამბობთ, რომ გზა ზაქარიასათვის გაკეთდა, შეურაცხყოფას აყენებთ ასობით ოჯახს” – ივერი ქუცნაშვილი 

ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ყოფილი დეპუტატის,  ზაქარია ქუცნაშვილის ძმა ივერი ქუცნაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მსგავსი ცილისმწამებლური სიუჟეტებით ადგილობრივ მოსალხეობასაც  შეურაცხყოფას აყენებენ.

„გზა ზაქარია ქუცნაშვილისთვის“ – ამ თემაზე რამდენიმე სიუჟეტი გავიდა ჩვენი სიმართლითა და შინაარსით გაძეძგილ ტელევიზიებში…
1. ეს ნაკვეთები ზაქარია ქუცნაშვილის არასდროს ყოფილა;
2. ნაკვეთები შევიძინე 25 წლის წინ…
3. გზიდან 50 მეტრის მანძილზე, 300-ზე მეტი ნაკვეთი და 100-მდე სახლია…
4. ბოლო 2 წლის მანძილზე თბილისის მერიამ გზები მიიყვანა ასობით ათას სახლთან და ნაკვეთთან…

და მთავარი – როცა ამბობთ, რომ გზა ზაქარიასათვის გაკეთდა, შეურაცხყოფას აყენებთ ასობით ოჯახსა და ადამიანს ვის ნაკვეთთანაც ეს გზა გადის და ვისაც ვერც კი ამჩნევთ…“ წერს ივერი ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სიუჟეტი ეხებოდა თბილისის მერიის მიერ დაახლოებით 2 წლის წინ დაგებულ გზას, რომელიც თითქოს ქუცნაშვილმა საკუთარი ნაკვეთის გამო დააგებინა. არადა, აღნიშნულ პერიმეტრზე, სადაც 2 კილომეტრიანი გზა დაიგო,  400 -მდე ნაკვეთი და 100-მდე  სახლია.

მსგავსი თემები