რა პოტენციალი აქვს წალენჯიხას და კარგავს თუ არა ბიუჯეტი 30 – 50 მილიონ ლარს? – იურისტი „მედიაცენტრ მთავართან“

  •  

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, იურისტი გიორგი გოგიბერიძე, 5 წელია მშობლიურ რაიონში დაბრუნდა, გიორგი გოგიბერიძე იმ პოტენციალზე საუბრობს, რაც წალენჯიხას გააჩნია, თუმცა პროექტების განხორციელება მისივე თქმით, ვერ ხერდხება, როგორც იურისტი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს ჰესის შემოსავლების მიღება ნიშნავს იმას, რომ 5 წელში მთლიანად წალენჯიხის რაიონში გზების, წყლის, კანალიზაციის, ტროტუარების თუ გარე განათების პრობლემები მთლიანად მოგვარდება:

„ეს ისეთი საკითხია, რომელიც ნებისმიერ პარტიულ თუ პირად ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ხარჯებით დავიწყებთ ტურისტული ინფრასტრუქტურის დაპროექტება, აღდგენა-რეაბილიტაციას და სამომავლოდ ჩავუყრით ძალიან ღრმა საფუძვლებს რაიონის განვითარებისთვის. ყოველი გადაუწყვეტელი წელი არის უკან დახევა, თუ გვინდა განვითარება, მაშინ ვიზრუნოთ იმაზე, რაც გეკუთვნის ჩვენი რაიონის წინსვლისთვის,“ – ამბობს გოგიბერიძე.

მისივე განმარტებით, წალენჯიხის ბიუჯეტში შედის 1% ჰესის ღირებულების, რაც დღეს დაახლოებით 1 მილიონ ლარზეა საუბარი.

იურისტის განმარტებით, თუ 1 მილიონი არის ქონების ღირებულების 1% -ია, მაშინ გამოდის, რომ ენგურის კაშხალი შეფასებულია 100 მილიონ ლარად, რაც, როგორც გოგიბერიძე ამბობს, არის უბრალოდ აბსურდი, რადგან მისი რეალური ღირებულება სავარაუდოდ 4-7 მილიარდ ლარამდეა:

„გამოდის წალენჯიხის ბიუჯეტი კარგავს 30 დან 50 მილიონ ლარამდე ყოველ წელიწადს, რას ნიშნავს ეს? – იმას, რომ 10 წელიწადში 500 მილიონი ლარის შემოსავლები გვაქვს დაკარგული, წალენჯიხას ეს თანხა ოაზისად გადააქცევდა.

რატომ ვერ ვიღებთ ? რადგან ეს ფული მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და დამატებით 30 დან 70 მილიონამდე თანხას არ მოგცემს, ანუ რაც გვეკუთვნის ის თანხა სახელმწიფოს მიაქვს და ახმარს სხვა საბიუჯეტო სუბსიდიებზე. წალენჯიხელების 99% კი ამაზე პროტესტს არ გამოხატავს.

რა გააკეთეს ჭუბერში ?- 100 – მა ოჯახმა გაააპროტესტა და “ნენსკრა ჰესმა” იძულებით დაიწყო ინვესტიციების ჩადება ადგილობრივ სოფელში, ასევე “ნენსკრას ჰესის” ღირებულება შეფასებულია 1.2 მილიარდიდან 1.8 მილიარდ ლარამდე, რაც ყოველწლიურად უტოვებს მესტიის ბიუჯეტს 12 დან 18 მილიონ ლარამდე.

თუ გვინდა რომ არ ჩამოვრჩეთ სხვა რეგიონს და რაიონებს, მაშინ უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი და დავიბრუნოთ ის თანხები, რაც გვეკუთვნის წალენჯიხელებს. 20-70 მილიონ ლარამდეა საუბარი წელიწადში, წარმოიდგინეთ 5 წელიწადში ამხელა თანხებით რამდენი სასიკეთო რამის გაკეთება შეიძლება წალენჯიხის რაიონში. ამ საქმის სასიკეთოდ მოგვარებით, თითოეული წალენჯიხელი, ყველა თქვენთაგანი უზარმაზარ ბენეფიტებს მიიღებს.

დაივიწყეთ კომუნისტური მენტალობა, დღეს კაპიტალიზმია და ამას ვერ შევცვლით რაც არ უნდა გვინდოდეს, კაპიტალიზმი კი გვეუბნება რომ სახელმწიფო ხარ შენ და შენ გაქვს უფლებები, რომელიც უნდა მოითხოვო, შენია ეს რაიონი და შენია ეს ქვეყანა, – განაცხადა გოგიბერიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები