საქართველოში “ომიკრონით” ინფიცირების კიდევ 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 5 იანვარს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 159 შემთხვევა.

ერთ დღეში საქართველოში ომიკრონის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

“ომიკრონით” ინფიცირების პირველი ორი შემთვევა შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

ხოლო რაც შეეხება მსოფლიოს “ომიკრონის” შტამი პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში  სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ის დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.

მსგავსი თემები