,,საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“ – ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი თქმით, საქართველოში არის სერიოზული გამოწვევები, თუმცა  ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.

„იმედი გვაქვს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყანას ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფალი, რომელიც არც ერთ ნაბიჯს არ დგამს რეფორმების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი თემები