საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 271 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, „პისიარ“ ტესტით – 5 812.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8%

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 250 289 გამოჯანმრთელდა, 3 208 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 480, სტაციონარში მეთვალყურეობას 2520 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 283 პირი.

ამასთან, პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები