ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, რომელიც სავსე იყო ადამიანებით, მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შეიარაღებული პირი ისროდა უმისამართოდ, ხალხის მიმართულებით.
არის მსხვერპლი. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზე მოახდინეს.