„ომი ახალ ფაზაში შევიდა“ –  ჯოზეფ ბორელი

„რუსეთის ატომური მუქარის მიუხედავად, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უცვლელია“ –  აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

როგორც დიპლომატმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ომი უკვე ახალ ფაზაში შევიდა.

„ომი ახალ ფაზაში გადავიდა და ცხადია რომ ეს სახიფათო ფაზაა.  საშინელ სცენარს ვხედავთ, რომელზეც თვალები არ უნდა დავხუჭოთ. ეს ატომური სახელმწიფოს მონაწილეობით ჩვეულებრივი ომის სცენარია. ატომური სახელმწიფოსი, რომელიც სცენარს შორდება და ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება. ეს მართლაც შემაშფოთებელი სცენარია, რომელშიც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია”, – აღნიშნა ბორელმა.

მისივე შეფასებით, პუტინი ზამთარს ელოდება, რომ უკრაინას სიცივეში შეუტიოს.

„ის ელოდება სიცივეს, გაზის მიწოდების შეფერხებებს, მაღალ ფასებსა და დაბალ ტემპერატურას, რათა შეარყიოს ჩვენი ნება მომავალშიც გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“ – აღნიშნა ბორელმა.

 

მსგავსი თემები