,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას”- მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერმა საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენგან, თქვენი ხალხისგან ვიღებთ დიდ მხარდაჭერას, დიდ დახმარებას, როდესაც ჩვენ პირდაპირ რკალში ვართ რუსული აგრესიისა. მიმდინარეობს, არ წყდება მოლაპარაკება, ჩვენ შეიძლება ითქვას ვსულდგმულობთ იმედით ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო და ველით სასიხარულო ცნობას, როდის მოვა ის წუთი, როდესაც გავიგებთ, რომ ასობით ადამიანი, უამრავი დაჭრილი მიიღებს შანსს, რომ შეიქმნას დერეფანი და შეუნარჩუნდეთ სიცოცხლე“, – აღნიშნა ვადიმ ბოიჩენკომ.

მსგავსი თემები