„ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება“ – მთავრობის სტრატკომი

სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, – აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.

„ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები