ლევან ვასაძე “ვერის პარკში” შეკრებილებს სიტყვით მიმართავს – აქციის მონაწილეები ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავენ

ამ წუთებში, “ვერის პარკში”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებენ, შეკრებილებს ბიზნესმენი, ლევან ვასაძე მიმართავს.

“ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისათვის, არ დავუშვათ საქართველოში ჩვენი ერის ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი. ჩვენი ერი, რომელიც 70 წლის განმავლობაში ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ გათავისუფლდა ტოტალიტარიზმისაგან, სინამდვილეში აღმოჩნდა ტოტალიტარული მეორე იდეოლოგიის საკანში, რომელსაც ჰქვია ლიბერალური ტოტალიტარიზმი ან გლობალური ლიბერალიზმი ჰქვია. როდესაც ჩვენთვის ყველასთვის საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ 6 მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის სამი მილიონიღა დავრჩით. დღეს არც კი ვიცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

ის კატასტროფა, რაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში გვჭირს არის მიზანმიმართული იდეოლოგიის შედეგი, ამის იდეოლოგიის მიზანი არის აქციოს საქართველო პლაცდარმად ერთმანეთში მეომარი იმპერიებს შორის ბრძოლისათვის. ამ მიზნით ჩვენს ერს უნდა დააკარგვინონ იდენტობა, ტრადიცია და პატივისცემა სასულიერო ღერძისა”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ლევან ვასაძემ. 

ლევან ვასაძემ სიტყვით გამოსვლამდე, ტრიბუნა სასულიერო პირებს დაუთმო, რომლებმაც ლოცვა წაიკითხეს. 

მსგავსი თემები