,,მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა”- ანტონიუ გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა. მისი თქმით, „კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს“,

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გაერო-ს კლიმატური სამიტის მონაწილეებს მიმართა, ისინი გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგანან, იმუშაონ ერთად გამონაბოლქვის შესამცირებლად ან გაწირონ მომავალი თაობები კლიმატური კატასტროფისთვის.

„ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ და ფეხი ჯერ კიდევ სიჩქარეზე გვიდგას. გაერო-ს კლიმატური კონფერენცია გვახსენებს, რომ პასუხი ჩვენს ხელშია, დრო კი მიდის – ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვმარცხდებით. სათბური აირების გამონაბოლქვის მოცულობა იზრდება, გლობალური ტემპერატურა ზრდას განაგრძობს და ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება გარდამტეხ მომენტს, რომლის შემდეგაც კლიმატური ქაოსი შეუქცევადი იქნება“, – განაცხადა გუტერეშმა.

მსგავსი თემები