“მაისში კორონავირუსის მძიმე და კრიტიკულად მიმდინარე შემთხვევების წილი შემცირდა” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

ახალი კორონავირუსით დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე თვეების მიხედვით შეიცვალა, – ამის შესახებ ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მომზადებულ ანალიზშია აღნიშნული, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის აპრილში მარტის თვესთან შედარებით 20 პროცენტით შემცირდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა და თითქმის გასამმაგდა მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევების წილი.

მაისში ამ პროცესმა უკუცვლილება განიცადა და კვლავ 26 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა და სამჯერ შემცირდა მძიმე და კრიტიკულად მიმდინარე შემთხვევების წილი (27 პროცენტიდან 8 პროცენტამდე).

იგივე კვლევის თანახმად, იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე, დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდა, ვიდრე სხვა პაციენტებთან.

მსგავსი თემები