ისრაელმა უკრაინას ზურგი აქცია და ლტოლვილებიც მიღებაზეც უარს ეუბნება

ისრაელმა უკრაინას უვიზო რეჟიმი გააუქმა. უფრო მეტიც, ისრაელი უკრაინიდან  ლტოლვილების თვის კარს ხურავს და მათ მიღებაზე უარს აცხადებს.

აღნიშნული ინფორმაცია ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩომ გაავრცელა. როგორც  ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ისრაელმა უკრაინელი ლტოლვილების ლიმიტი ამოწურა. მათი განმარტებით,  დაწესდა კვოტა უკრაინის 5 000 მოქალაქისთვის, რომლებიც ქვეყანაში უკვე შევიდნენ.

უკრაინა ისრაელის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს.

„უვიზო რეჟიმის შეჩერება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ნებართვის სისტემების დანერგვა უკრაინის მოქალაქეებისთვის არამეგობრული ნაბიჯია. ოპერატიულად ვუპასუხებთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უკრაინისა და უკრაინელების ინტერესებს,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

 

მსგავსი თემები