სომხეთის მთავრობის შენობასთან შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

სომხეთის მთავრობის შენობასთან შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა – ამისი შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

„დაშავებულია 16 პოლიციელი და 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, 17 ადამიანმა უკვე მიიღო საჭირო დახმარება და გაწერეს. 16 დაზარალებული აგრძელებს მკურნალობას. ერთს ოპერაცია ჩაუტარდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. რამდენიმე საათის წინ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, რის შემდეგაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

აქცია იყო ერევანში რუსეთის საელჩოსთანაც.

მსგავსი თემები