ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა. ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მდგრადი განვითარების მიზნების სამიტსა და უშიშროების საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით,  ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

„მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უკვე დაიგეგმა. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არის ყველა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის, განსაკუთრებით, გაერო-ს წესდების მთავარი პრინციპი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ მას ის ძალა, რაც რუსეთის შემოჭრის შედეგად განადგურდა და უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია. უკრაინა ამასთან დაკავშირებით მკაფიო წინადადებას შესთავაზებს გაერო-ს წევრებს“, – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები