„დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა“-თვითმხილველი

,,2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, მე-4 ბიჭი, ფეხში ჰქონდა ჭრილობა,”- ასე იხსენებს საგარეჯოში, შეიარაღებული თავდასხმის დეტალებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

„სახლიდან ვერ გავდიოდით, მერე არაფერი მოხდეს-მეთქი, დაჭრილი კუთხე-კუთხე გავაძვრინე, პოლიკლინიკაში მივიყვანე, უშველეთ-მეთქი. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, მე-4 ბიჭი, ფეხში ჰქონდა ჭრილობა. ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა… გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა.“ –  განაცხადა „ფორმულასთან“ თვითმხილველმა.

მსგავსი თემები