ბავშვის მიტოვების რისკის შესამცირებლად ღარიბი ოჯახები პირველადი საჭიროების დახმარებას მიიღებენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებას ისახავს მიზნად. დახმარება ითვალისწინებს პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას. საჭიროების შემთხვევაში​ დახმარების მისაღებად ოჯახმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის, თუ მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 800 000 ლარით.

მსგავსი თემები