,,კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში” – მამუკა ხაზარაძე

,,კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს.

,,დღეს ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს!

კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში. ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ გამოსახლებული ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით…

გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით!, – წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ”შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეც ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც მაშინ წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი.”

მსგავსი თემები