,,გთხოვთ გადმომასვენებინეთ ერთადერთი შვილი”- თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილის ცხედარს ოჯახს დავალიანების გამო არ ატანენ

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას ითხოვს.

,,ვთხოვ მთავრობას, რომ ერთადერთი შვილი გადმომასვენებინოს,”- აცხადებს გარდაცვლილის მამა.

15 წლის მარიამ გოგიაშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდა. მოზარდი თურქეთში სამკურნალოდ ერთი თვის წინ ჩაიყვანეს, თუმცა მოზარდი კვირას გარდაიცვალა.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კი ცხედარს ოჯახს დავალიანების გამო არ ატანენ. დავალიანება 44 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

მსგავსი თემები