პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 1,3 ტრილიონ ევროს ითხოვს

პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 1,3 ტრილიონი ევროს გადახდას მოითხოვს.

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით,  ვარშავა ამ საკითხზე ბერლინთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული,  თანხის ოდენობა კიდევ გაიზარდოს.

კაჩინსკის თქმით, გერმანიის ეკონომიკა ამ ოდენობის კომპენსაციის გადახდას „მშვენივრად აიტანს“.

„სიმართლის დადგენისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე გერმანიასთან ნორმალური ურთიერთობები შეუძლებელია“,- განაცხადა  პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

 

მსგავსი თემები