,,თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება”- ენტონი ბლინკენი

აშშ რუსეთს სურსათის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აკეთებს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ბლინკენმა განაცხადა,რომ  მსოფლიო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რომელიც ამ გზით უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვას ცდილობს.

ბლინკენის თქმით, გაერომ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადასაჭრელად და გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე.

,,რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად. სანქციებს არ დაუბლოკავთ შავი ზღვის პორტები, სადაც საკვებით სავსე გემებია გაჭედილი. სანქციები არც უკრაინის გზებსა და რკინიგზას ანადგურებს. ამას რუსეთი აკეთებს.

შეწყვიტეთ შავი და აზოვის ზღვების ბლოკადა. მიეცით უფლება, რომ უკრაინიდან მომავალი ხომალდები და სატვირთოები, რომლებსაც სურსათი გადააქვთ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ნუღარ ბლოკავთ საკვებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის ალყაში მოქცეული უკრაინული ქალაქების მოსახლეობისთვის მიწოდებას.

ამ ომის წამოწყების გადაწყვეტილება მხოლოდ კრემლისაა. თუ რუსეთი ხვალ შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება,”- აღნიშნა ბლინკენმა.

მსგავსი თემები