„პროცესი ხომ მოკლეს და 20 ივნისიც გააუფერულეს“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დააკავეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„20 ივნისი – სათქმელის მეტი რა არის. მითუმეტეს თუ ვინმეს აქვს, მე მაქვს, მაგრამ ჯობია არაფერი ვთქვა ისეთი გაბრაზებული ვარ.

პროცესი ხომ მოკლეს და 20 ივნისიც გააუფერულეს,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი, 2020 წლის 15 მაისს, ე.წ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

მსგავსი თემები