,,უკრაინის ხელისუფლება გვეუბნება, რომ საომარ მდგომარეობაში უნდა ჩავერთოთ”- გურამ მაჭარაშვილი

,,გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს უკრაინის ხელისუფლებას ისედაც რუსეთისგან ოკუპირებული საქართველოს ომში ჩართვა და ამაზე დუმდეს აშშ-ის თუ ევროკავშირის საელჩო. კითხვები, რაც არსებობდა და დღემდე არსებობს აშშ-ის ელჩის მიმართ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საჭიროა აშშ-ის ელჩის ძალიან მკაფიო განცხადება, რომელიც გაემიჯნება ომის რიტორიკას.

„იყო და რჩება სურვილი, რომ საქართველო საომარ მდგომარეობაში იყოს ჩათრეული. ბატონი დანილოვი არ არის რიგითი უკრაინელი და არც რიგითი საჯარო მოხელე, სამეულში თუ ორეულშია უკრაინის ხელისუფლების და ეს არ არის მხოლოდ მისი სურვილი, არც მხოლოდ ერთხელ გაკეთებული განცხადება – გვახსოვს არესტოვიჩის, არახამიას და ბევრი სხვა მაღალი თანამდებობის პირის განცხადებები. ეს ბოლო განცხადება პრაქტიკულად იყო საჯარო მტკიცებულება, რომ უკრაინის ხელისუფლება გვეუბნება, რომ საომარ მდგომარეობაში უნდა ჩავერთოთ. აქ დასკვნაა გასაკეთებელი, თუ საუბარია, რომ ჩვენ და უკრაინას უნდა გვქონდეს და ნამდვილად უნდა გვქონდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ორივე სახელმწიფო ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, ორივეს გვერდში გვიდგას აშშ და ევროკავშირი, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს უკრაინის ხელისუფლებას ისედაც რუსეთისგან ოკუპირებული საქართველოს ომში ჩართვა და ამაზე დუმდეს აშშ-ის თუ ევროკავშირის საელჩო. კითხვები, რაც არსებობდა და დღემდე არსებობს აშშ-ის ელჩის მიმართ და ასევე ევროკავშირის მიმართაც, მაგრამ პირველ რიგში დასმულია კითხვები აშშ- ის ელჩის მიმართ, იზრდება და ამ კითხვების ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა ბატონი დანილოვის ამ განცხადებამ. საზოგადოებაში ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, ჩვენ და უკრაინა ვართ პარტნიორები, ჩვენი პარტნიორია აშშ, ევროკავშირთან გვაქვს კარგი ურთიერთობა, გვინდა, რომ ეს ურთიერთობები შევინარჩუნოთ. მაშ, ვის სურს მოხდეს საქართველოს საზოგადოების ჩართვა საომარ მდგომარეობაში, რაშიც სამწუხაროდ, ბევრს აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს, ამიტომ გვჭირდება აშშ-ის ელჩის ძალიან მკაფიო განცხადება, რომელიც გაემიჯნება ამ რიტორიკას, რასაც ჰქვია ომის რიტორიკა,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები