საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 216 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 194 705 გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 146, PCR ტესტით – 6 553.

ამასთან, 23 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.

მსგავსი თემები