“კორონავირუსის ახალ შტამებთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, ჯერ ყველაფერი ჰიპოთეზების დონეზეა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის, რა რისკები ახლავს კორონავირუსის ახალ შტამს.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არსებობს ვარაუდი, რომ ეგრეთ წოდებულ ბრიტანულ შტამს უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს. თუმცა, როგორც გაბუნიამ განმარტა, ვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, რის გამოც ჯერჯერობით ყველაფერი ჰიპოთეზისა და ვარაუდის დონეზეა.

„ახალ შტამებთან დაკავშირებული რისკი, რა თქმა არსებობს. ვიცით, ვირუსი განიცდის მუტაციას და ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალ შტამებს, გარდა იმისა, რომ ვარაუდი იყო გამოთქმული მათი უფრო სწრაფად გავრცელების შესახებ.

საუბარია ბრიტანულ შტამზე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეცნიერება ამას იკვლევსს და უფრო დეტალური პასუხები მოგვიანებით იქნება. ჯერჯერობით ყველაფერი ვარაუდის და ჰიპოთეზების დონეზეა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები