„ჩემი პროფესია ჩემს სამშობლოში დაუფასებელია, ამ პროფესიით იქ ვერ ვიცხოვრებ“ – წარმატებული ემიგრანტი

 

ფოტოზე – ეკა სიხარულიძე მეუღლესთან ერთად

31 მაისს გალერიაპრადოში  ქართველი მხატვრის ნამუშევარს გამოფენენ

 ესაუბრა ეკა გულუა

ეკა სიხარულიძე – თვითნასწავლი მხატვარია.  ესპანეთში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალი 7 წელია ემიგრაციაში იმყოფება. მეუღლე  – არქიტექტორი   ჩავი პრატ ესპანელი კატალანია, რომელმაც ესპანეთში „ქართული ბოსტანი“ გააშენა, ქართული მწვანილი და ბოსტნეული მოყავს და ქართული ტრადიციული კერძებითა და ტრადიციებით  ესპანელებს საქართველოს აცნობს.     

როგორც ემიგრაციის უდიდესი ნაწილი, „მთავარის“ რესპონდენტიც ემიგრაციაში სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზით წავიდა. არც უცხო ენა იცოდა და არც კონკრეტული სპეციალობა ჰქონდა, რა მიმართულებითაც უნდა ემუშავა. სხვებივით  მძიმე პირობები გაიარა, მთავარი საქმეც შეისწავლა და დღეს მყარად დგას ფეხზე. იქ, სადაც არის, ქართულ საქმეს აკეთებს.

„2011 წელს, ბარსელონაში რთული სოციალური მდგომარეობის გამო წავედი. უცხო ენა არ ვიცოდი.  ესპანეთში ჩემი და ცხოვრობდა და იმედი მქონდა, გვერდში დამიდგებოდა. 2 კვირაშიოჯახში მუშაობაც დავიწყე. ჯერ დამხმარე ვიყავი, მერე – მომვლელი. სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია, თუმცა, ანაზრაურება ძალიან მინიმალური იყო. თვეში დაახლოებით 400 ევროს მიხდიდნენ, რაც იქ ყველაზე დაბალ ანაზრაურებად ითვლება. კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ესპანურს ვსწავლობდი. არაერთი სამსახურის  გამოცვლა მომიწია…“

ეკამ მომავალი მეუღლე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო საშუალების, „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. როგორც თავად გვიყვება, ეს შემთხვევითობა იყო, სადაც შუამავალი მომავალი მეუღლის პატარა შვილი გახდა.

ეკა სიხარულიძე: „ჩემი ფეისბუქის გვერდზე გარკვეული საბავშვო შეტყობინებები, ანიმაციები მეგზავნებოდა, რომელსაც ანალოგიურად ვპასუხობდი. ამ სახის კომუნიკაცია კარგა ხანს გაგრძელდა. შემდეგ, რაღაც ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მაგრამ, რადგან ესპანური არ ვიცოდი, კარგად ვერ გავიგე. ინტერნეტის დახმარებით  ვთარგმნიდი. ამ შეტყობინებას ასევე ინტერნეტის დახმარებით ვუპასუხე. როგორც გაირკვა, ანიმაციებს ბავშვი მიგზავნიდა, როცა ეს ბავშვის მამამ ნახა, მანაც მომწერა და გავაბით კომუნიკაცია, თუმცა ენის არცოდნის გამო ისეთ საშინელებებს ვწერდი,  გახსენებაც არ მინდა“.

მცირეწლოვანი შვილის ქართველი ემიგრანტი მეგობარი, ბავშვის მამამ საკუთარ დაბადების დღეზე დაპატიჟა. როგორც ეკა „მთავართან“ საუბრისას ამბობს, ერთმანეთის მიმართ ინტერესი სწორედ მაშინ გაჩნდა.

ჩავი პრატი არქიტექტორია, აქვს კერძო ბიზნესი, საკუთარი თამბაქოს მაღაზია ქალაქის ცენტრში. საქართველოზე ძალიან შეყვარებულია და თითქმის ყველა ქართულ ტრადიციულ კერძს ამზადებს და საკუთარ მეუღლეს და ახლობლებს უმასპინძლდება.

„ჩვენს სუფრაზე თითქმის ყოველთვის არის ქართულკი კერძები -ხაჭაპური, ხინკალი,  ტოლმა, ოსტრი.  ჩემი მეუღლე ხინკალს და ხაჭაპურსაც კი აკეთებს“ – გვიყვება ემიგრანტი.

მაშინ, როცა მომავალი მეუღლე გაიცნო, ოჯახში მომვლელად მუშაობდა. გაცნობიდან 3 თვეში კი მეუღლისგან ცოლობის შეთავაზება მიიღო. ეს დღე, 23 აპრილი  განსაკუთრებულად ემოციურად ახსოვს.

„23 აპრილსარის დღესასწაული –  „სანჯორდიდიადეროსა“ როცა, შეყვარებილმა მამაკაცმა ქალს 1 ვარდი უნდა აჩუქოს, ქალმა კი წიგნი. საღამოს, ერთმანეთს ზღვაზე შევხვდით, სადაც ვარდი მაჩუქა, მე წიგნი გადავეცი და მთხოვა ცოლად გამომყევიო. ეს წინადადება იმდენად მოულოდნელი იყო,სიხარულის გავკიოდი, მან კი ვერ გაიგო თანახმა ვიყავი თუ არა. ბუნებრივია, დავთანხმდი. იმდენად დარწმუნებლი იყო რომ „კი“-ს ვეტყოდი, საბუთებიც მომზადებულიჰქონდა ქორწინებისთვის“ – იხსენებს ეკა.

ეს დღე რესტორანში აღნიშნეს, შემდეგ ქორწილიც გადაიხადეს და 3 თვეში მეუღლის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ბუნებრივია, ოჯახში მომვლელად მუშაობას თავი დაანება და მეუღლის სახლში ახალ პროფესიას დაეუფლა, თანაც შემთხვევით.

ეკა: „მუშაობა შევწყვიტე და 10 თვე უმუშევარი ვიყავი.  ამ პერიოდში, როცა სახლში ვიჯექი, უსაქმურობის ფონზე უცებ ხატვა დავიწყე.  მეუღლის სახლში იყო ერთი კედელი, რომელიც ლამაზი ყვავილებით უნდა გაფორმებულიყო და ეს მისაკრავი ყვავილები ჩემს მეუღლეს შეძენილი ჰქონდა. როცა ეს იდეა გამაცნო, ვუთხარი, რომ ეს ყვავილები საჭირო არ იყო და კედლის მოხატვას თავად შევეცდებოდი. ამ მცდელობით შეიქმნა ჩემი პირველი ნახატი – ყვავილები, რომელიც ისე მოეწონა, საღებავები  და მთელი აღჭურვილობა მიყიდა დამითხრა, რომ ეს იყო ჩემი საქმე.“

რადგან მეუღლის სახლის კედლის მოხატვამ გაამართლა, შემდეგ, ყვავილების ქოთნის მოხატვაზე გადავიდა და სახლში რაც კი ქოთნები ჰქონდათ, ყველაფერი გაალამაზა. ქოთნებიდან კი ტილოზე გადავიდა და  დღეს საკმაოდ ცნობილ მხატვარად ითვლება. აქვს გამოფენები, შეკვეთები და თითქმის ყველანაირ მასალაზემუშაობს. მის შემოქმედებაში შედის პატრიარქის ტილოც, რომელიც ესპანეთის წმინდა ნინოს სახელიბოს სამრევლოს შესწირა. ასევე, დაწერილიაქვს ხატები – ჯვარცმა, წმინდაკირიონი, წმინდაამბროსი, წმინდა გიორგი და ხელთუქმნელი.

დღეს მისი საქმიანობა დაკავშირებულია ხატვასთან, ჰყავს მოსწავლეებიც, რომლებიც ძირითადად ქართველი ემიგრანტების შვილები არიან.

ქართველები ბარსელონაში

წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალი ეკა სიხარულიძე, ყველა პოტენციური ემიგრანტისთვის აცხადებს, რომ ესპანეთში დასაქმების შესაძლებლობა არ არსებობს: „ძალიან ჭირს მამაკაცების დასაქმება. ქალმა შეიძლება უფრო იშოვოს ოჯახში სამუშაო, მამაკაცებისთვის კი ეს თითქმის შეუძლებელია. თუ სამშენებლო მიმართულებით მამაკაცებისთვის ვაკანსია გამოჩნდება, ყველა ითხოვს, მოწესრიგებულ საბუთს და ენის ცოდნას. ეს არ ნიშნავს, რომ აქ არალეგალები არ ცხოვრობენ. ვინც არ აშავებს და ცუდი ცხოვრებით არ ცხოვრობს, მათ არავინ ერჩის.“ 

საქართველოში იშვიათად ჩამოდის. როცა სამშობლოშია, უკან  გულდაწყვეტილი ბრუნდება. გულდაწყვეტის მიზეზს კი ასე ხსნის: „რამდენჯერაც ჩამოვედი, უკეთესობას ვერ ვამჩნევ. მოუწესრუგებელი ტრანსპორტი, შეწუხებული და საცოდავი სახეები, ბევრი ნეგატივი, ადამიანების სახეებზე იკითხება, რომ პრობლემებით დატვირთულები არიან და დამძიმებული ვარ. უჭირს ხალხს, რაც ძალიან დიდი ტკივილია“.

კითხვაზე, საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ თითქმის ყველა ემიგრანტის მსგავსად, პასუხი, ამ შემთხვევაშიც დადებითია, თუმცა, გარკვეული პირობებით. 

არ არსებობს ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ოჯახებს არ ინახავს. სე ვარ მეც. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დაბრუნებაზე ვერ ვფიქრობ. ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, რომ დამკვიდრდე, შევქმნა და გავიზარდო. ყველაფერი ავიდან დავიწყე, რომ დავბრუნდე აქაც ავიდან მომიწევს დაწყება.  ემი პროფესია ჩემს სამშობლოში დაუფასებელია, ამ პროფესიიაქ ვერ ვიცხოვრებ. ბევრ რამეზე მწყდებაგული. თუნდაც იმაზე, რომ საქართველოში ხშირად ვერ ჩამოვდივარ და როცა ჩამოვდივარ, სოციალურად მძიმე პირობები მხვდება. უკან გაასამგებული ენერგიით ვბრუნდები, რომ იქ მეტი ვიმუშაო და ახობლებს დავეხმარო. გულდასაწყვეტია, რომ სხვა ქვეყანაში მუშაობ, აკეთებ, გიცნობენ და შენს ქვეყანაშიარც გცნობენ და უფრო მეტიც, აქ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას ვერ ახერხებ“ – ამბობს ემიგრანტი.

კითხვაზე, რაში მდგომარეობს თქვენი წარმატება, მარტივი პასუხი აქვს: „აქ, ესპანეთში ქართულ თაობებს ვზრდი.  ქართველი ბავშვები ინარჩუნებენ ქართველობას, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში არიან დაბადებულები და მთელი დღე ესპანელ ბავშვეთან აქვთ კომუნიკაცია,  ამ პირობებში, ქართული ენის შენარჩუნებას დიდი შრომა სჭირდება, რასაც ვახერხებთ. ჩემი წარმატება მდგომარეობს ქართული საქმის კეთებაში.  თუნდაც ის, რომ როცა ჩემი გამოფენები იმართება, ყველაგან წარმადგენენ და მიცნობენ, როგორც ქართველს, რაც ჩემი სიამაყეა.“

ამ ეტაპზე, ერთი მიზანი და ოცნება აქვს. მისი სურვილია, ბარსელონაში ქართველი მხატვრები მიიწვიოს და ქართველების გამოფენა მოაწყოს.


პროფესიული პორტრეტი

წარმატებულ ემიგრანტ ქალს ეკა სიხარულიძეს არქიმანდრიტ ლუკა (ფალავანდიშვილის) კურთხევით დაწერილი აქვს ოთხი ხატი. არის მრავალი საპატიო სიგელის და დიპლომის მფლობელი, საუკეთესო ნამუშევრებისათვის პრემიაზე ორჯერ წარადგინეს. შესულია კატალონიის წიგნში – ,,Bienal guia de Arte”- ს მხატვართა სიაში. სამი წლის მანძილზე ჩაატარა ორმოცზემეტი გამოფენა, აქედანუმეტესიქ. ბარსელონაში და ესპანეთის სხვადასხვა რეგიონებში.  მიწვეულიიყო ქ. ნიუ ორკში ერთ-ერთ ცნობილგალერიაში –  ,,La Nacional”-ში, სადაც გაკეთდა მისი ნახატის პრეზენტაცია.

არის ხატვის პედაგოგი ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებულ  წმიდა ანთიმოზივერიელის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში.

ახლახან,  ცნობილი გახდა, რომ 31 მაისს მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ქ.მადრიდიში გალერია “პრადოში” გამოიფინება. ათასობით მონაწილიდან ბარსელონადან ეკა იმ ოთხეულში მოხვდა, ვისი შემოქმედებაც სულ რამდენიმე დრეში „პრადოს“ დაამშვენებს.

მედიაცენტრი „მთავარი-ს“  რუბრიკა „დიასპორა“ პერიოდულად,  ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეებს გაგვაცნობს, რომლებიც წლებია,  უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ, წარმატებულები არიან  და ქართულ საქმეს აკეთებენ. მათ იცნობენ და აფასებენ  უცხო ქვეყნებში, საქართველოში კი ძალიან ვიწრო წრეებმა იციან მათ შესახებ. აღნიშნულ რუბრიკაში ასევე საუბარია  მიგრაციის პრობლემებზე, კერძოდ არალეგალურ მიგრაციაზე, საფრთხეებზე, გამოწვევებზე და სხვა საკითხებზე, რომ მოქალაქეებმა, საპრევენციად მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ.     

 

 

მსგავსი თემები