აფეთქება ახალქალაქში – გავრცელებული ინფორმაციით, ქალს საჩუქრის ყუთით ასაფეთქებელი გაუგზავნეს

სავარაუდო ფემიციდის მცდელობა ახალქალაქში – ძლიერი აფეთქების ხმა ე.წ. სამხედრო დასახლებაში გვიან ღამით გაისმა. მიზეზი წინასწარ განზრახული მკვლელობა იყო.

სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ადრესატს, სახლის კართან, საჩუქრებთან ერთად დაუდეს. ქალმა საჩუქარი სახლში შეიტანა და გახსნის შემდეგ მიხვდა, რომ იქ ასაფეთქებელი იდო. ამიტომ, ოთახიდან გაიქცა. ქალი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მცირედი დაზიანებები მაინც მიიღო.

„სახლში ვიყავი, მე მეოთხეზე ვცხოვრობ, ეს გოგო მესამეზე. მეორე სართულზე მქონდა საქმე, სახლიდან რომ გამოვედი მაშინ აფეთქდა. უცბად ცეცხლი გაჩნდა, ამ დროს კარი გაიღო და ეს გოგო გამოვარდა ყვირილით. არ ვიცოდი რა მოხდა. მეზობლები გარეთ გამოვრბოდით, გაზი გვეგონა, მაგრამ ინგამ გვითხრა რომ გაზი არ არის,  ეს ერთი აფეთქება იყო და მეტი არ იქნებაო. არ ვიცი რა იყო მაგრამ, რაღაც ძლიერი აფეთქდა,  მე მის ზემოთ ვცხოვრობ და ჩემი სახლიც დაზიანდა“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მსგავსი თემები