პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვას 2 კვირის განმავლობაში თავად წერდა – ლაშა ჟვანია

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, საინაუგურაციო სიტყვას სალომე ზურაბიშვილი, ორი კვირის განმავლობაში თავად წერდა და ​გზავნილებთან დაკავშირებით მისთვის რჩევა არავის მიუცია.

​ლაშა
ჟვანიას თქმით, პრეზიდენტის სიტყვის ტექსტი, მხოლოდ გრამატიკულად და სტილისტურად გასწორდა.

“ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა, – პირველ რიგში, თაობათა შორის სოლიდარობა, რაც ისტორიულად გვახასიათებდა. ეს არ უნდა დაიკარგოს. ასევე, სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ. სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი, რაზე დგას მათი ოჯახები – ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე! და ეს იმედი გვაერთიანებს! მჯერა, საქართველო გამთლიანდება. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს! უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება! ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება”, – განაცხადა თავის საინაუგურაციო სიტყვაში საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები