უკრაინა ადასტურებს, რომ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსეთის მარშრუტებზე დარტყმა განახორციელა

უკრაინაში ადასტურებენ, რომ კვირას დარტყმა განახორციელეს საგზაო ხიდებზე, რომლებიც აკავშირებს ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ნაწილებს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა Telegram-ზე განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა რუსეთისთვის ორ მთავარ საკომუნიკაციო გზაზე – ჩონჰარისა და ჰენიჩესკის საავტომობილო ხიდებზე.

მანამდე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ე.წ. ხელისუფლებამ და რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი იყო პასუხისმგებელი ხიდებზე დარტყმებზე. რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული ტერიტორიების ხელმძღვანელმა ხერსონის რეგიონში უკრაინას ბრალი დასდო ბრიტანელების მიერ მოწოდებული Storm Shadow რაკეტების გამოყენებაში.

მსგავსი თემები