მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ კი მან შიმშილობა დაიწყო.

რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს, ისინი სასჯელს ე.წ. კორტების საქმეზე იხდიან.

ცნობისთვის, 2006 წლის 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსნადრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სპეცოპერაციიდან 9 წლის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. მათგან ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

მსგავსი თემები