საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, იცის, რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისთვის, რადგან ეს ფასი გადაიხადა 1921, 1992 და 2008 წლებში, იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი.
სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ათი თვეა, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, კვლავ გამოავლიანა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, მთელმა საზოგადოებამ აჩვენა, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და მთლიანად ევროპის თავისუფლების დაცვა.

„მადლობელი ვარ, ბატონო პრეზიდენტო, მიღებისთვის, ჩვენ უკვე რამდენჯერ გვქონდა შეხვედრის საშუალება. აქ ვიყავი ვიზიტით 2019 წელს და თქვენ იმყოფებოდით ჩვენი დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე 2021 წელს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი შედგება ახლო მომავალში საქართველოში”

ეს არის ამ ომის ის შედეგი, რაც ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა, ძველი ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, უნდა გაუფრთხილდეს ყველა იმ პატარა ქვეყნის, თუ დიდი ქვეყნის გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია, მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზღვარი ჩემია, შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები