შალვა კერესელიძემ, მაღაროს კარის პანსიონს სასკოლო ინვენტარი და ტკბილეული გადასცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მაღაროს კარის პანსიონს ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მხარის რწმუნებულმა, ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების და კომპანია „ბარამბოს“ მხარდაჭერით, ბავშვებს სასკოლო მერხები, სკამები და საახალწლო ტკბილეული გადასცა და მათთან ერთად სასწავლო ოთახიც მოაწყო.

„დღეს, მაღაროს კარის პანსიონის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. მიხარია, რომ ბავშვების გახარება და მათთვის წინასაახალწლოდ ხალისიანი განწყობის შექმნა შევძელით” – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

მსგავსი თემები