„მაისი – ივნისის ჩათვლით ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება“ – საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე

„მძღოლი, რომელიც შემოდით ხორბლით უნდა გაიაროს 12 დღიანი კარანტინი, რაც იწვევს შეფერხებას“ – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარში“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, დოლიძე ხორბლის რესურსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველოს მაისი – ივნისის ხორბლის მარაგი აქვს, თუმცა მისივე ინფორმაციით მძღოლების შეფერხება გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

„მაისი , ივნისის ჩათვლის ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება, ეს ისეთი პერიოდია პარალელურად რუსეთიდანაც შემოდის ხორბალი. 3 – 4 დღის წინ საქართველოში შემოვიდა გემი, სადაც იყო 6 000 ტონა ხორბალი, თუმცა შეიქმნა ერთგვარი ბარიერი, მძღოლი, რომელიც შემოდის საბაჟოზე უნდა გაიაროს 12 დღიანი კარანტინი, ზოგმა მძღოლმა ერთმანეთის ჩანაცვლება დაიწყო, რადგან დროში დანაკარგის გამო ერიცხებათ თანხები. ეს პროცესი ძალიან ბევრ დროს კარგავს და იწვევს გარკვეულ პრობლემებს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ბარიერი“ – განაცხადა საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები