„ამ კადრებმა ხალხი მიშას მიმართ უფრო გახადა სოლიდარული, ვიდრე „ოცნების“ მიმართ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჩავარდნილ სპეცოპერაციას უწოდებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს მედიასთან საუბრისას.

ტელეწამყვანის თქმით, ამ კადრებმა ხალხი მიშას მიმართ უფრო გახადა სოლიდარული, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიმართ.

„მსგავსი კადრების გავრცელება, ჩემი აზრით, ჩავარდნილი სპეცოპერაციაა და გავიდა ამის დრო. ძალიან პირადი მოტივაცია უნდა გქონდეს, რომ ნანახმა კადრებმა არ გაგაბრაზოს. საზოგადოების ნაწილმა აკდრებში გიჟი მიშა დაინახა, ნაწილმა სიმულაცია, მაგალითად თეა წულუკიანმა. ჩვენ ხომ არ გვაინტერესებს თეა წულუკიანი ამ ვიდეოში რას ხედავს. ორი რამ დავინახეთ ამ კადრებით – ხელისუფლება რაზეა წამსვლელი და  მეორე, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა ცუდადაა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის კადრი, სადაც ვრწმუნდები, რომ მიშა მართლა ძალიან ცუდად არის. ამ კადრებმა ხახლი მიშას მიმართ უფრო გახადა სოლიდარული, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიმართ“,- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსგავსი თემები