„პოლიციაზე ძალადობა ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილბრივ მოსახლეობას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე განცხადებას აკეთებს. პრეზდენტის შეფასებით, ჰესის მშენებლობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყნისთვის საჭიროა.

„უნდა ვთქვა, რომ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანაა. მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს, აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა“, – აღნინა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, მომავალში, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებისას, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება გათვალისწინებული იქნება.

მსგავსი თემები