,,სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც”- ირაკლი კობახიძე

,,მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანასა და ხალხს 2004-2012 წლებში,”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში”

„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც და სამწუხაროდ, მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა აისახა საქართველოს მოსახლეობაზე. არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში, თუ ციხეებს გარეთ. არ შეიძლება, 2008 წელს რაც გააკეთა, იმას აკეთებდეს და ა.შ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანასა და ხალხს 2004-2012 წლებში“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულმა კადრებმა ყველაფერს ნათელი მოფინა.

,,რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მასზე საუბარს დღესაც არ ვაპირებ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ იყო არა პატიმარი, არამედ ხელისუფალი სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა მარტო ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ, რომელიც ატერორებდა ბიზნესებს, აყაჩაღებდა ადამიანებს, ეს არის რეალობა, ეს არის საერთო სურათი. დანარჩენი არის უწყებების, სამართლებრივი პრინციპების საქმე და ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ არის სათანადოდ დაცული.

მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, თუმცა გრძელდებოდა მაინც ფეიკკამპანია, რომ 400 დღე კვდება ეს კაცი. შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში მიხეილ სააკაშვილი თავის ფეხით და მაშინვე დაიწყო შიმშილობა, მაშინ „ნაცმოძრაობა“, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა მას პირდაპირ მოუწოდებდა თვითდაზიანებისკენ. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარკვეულ ქმედებებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები