უკრაინაში დაღუპულ ხუთი ქართველის ოჯახს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს

ერთ დღეში ხუთი მსხვერპლი – მძიმე დღე უკრაინაში. ხუთი ქართველი მებრძოლი ბახმუტთან ბრძოლას შეეწირა. სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.

დაღუპულები არიან:  დავით რატიანი;  გია ბერიაშვილი;  ბახვა ჩიქობავა;  დავით გობეჯიშვილი;  დავით მენაბდიშვილი;  ნიკოლოზ შანავა;  არკადი კასრაძე; ალიკა ცაავა; ზაზა ბიწაძე;  ვიტალი ორბელაძე;  ტატო ბიგვავა;  რატი შურღაია;  გიორგი გრიგოლია;  კირილ შანავა;  დანიელ გერლიანი;  ალუდა ზვიადაური; კახა გოგოლი; ბერდია ჯოხაძე;  გელა გოგია;  ედიშერ კვარაცხელია;  მიხეილ ყაფლანიშვილი; ალექსანდრე მარტიაშვილი;  გურგენ გაგნიძე;  ლევან სახელაშვილი; თემურ მაჭარაშვილი;  ერნესტ მაჭარაშვილი; კონსტანტინე ქურსუა;  ჯამბულათ ხოფერია;  ავთო რურუა;  რომეო კვარაცხელია;  რომეო ფიჩხაია;  მერაბ ალადაშვილი  და ბადრი მარკელია.

 

მსგავსი თემები