,,გვარამიას შეწყალებაზე მოთხოვნის არ გათვალისწინება იქნება დიდი დარტყმა ევროპული მომავლისთვის”- ხოშტარია

,,დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა – ისევ წავიდეს ოცნების მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია,”- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარია  ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილს ეხმაურება, რომლითაც  პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

,,ეს ხდება შუალედური შეფასების წინ, რომელიც იქნება მაისში, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ახლა, ერთი წლის თავზე, ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპულ პერსპექტივასთან კავშირი წერია ამ წერილშიც და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ გათვალისწინება მსგავსი ორგანიზაციების მოთხოვნის, იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა და კიდევ ერთი არჩევანი, ისევ წავიდეს “ქართული ოცნების” მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას, თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს არჩევანი მასზეა, ეს პასუხისმგებლობა მასზეა, მე არ ვაპირებ თხოვნებს და მიმართვებს, მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მე მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ადამიანს, ვინც დღეს ზრუნავს ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ ევროპულ მომავალზე, დღეს არის ისევ კონსოლიდაციის და მოქმედების დრო. ჩვენ თუ დაველოდებით როგორ “ქართული ოცნების” სხვა ნაწილების შემდეგ ახლა პრეზიდენტი დაკავდება ჩვენი ევროპული მომავლის გათელვით, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები